23:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 10:43:29, 616 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერთობლივი წვრთნები საჰაერო, სახმელეთო და სარაკეტო ძალებს მოიცავს და „ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მკაცრ გაფრთხილებასა და ძლიერ შემაკავებელ საშუალებას“ წარმოადგენს.

ამასთან, ჩინეთის არმიამ სამხედრო წვრთნების გამოცხადების შემდეგ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტაივანის პრეზიდენტი, ლაი ცინგ დე გამოსახულია როგორც „პარაზიტი, რომელიც კუნძულს წამლავს“.

ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულის გარშემო ჩინეთის საზღვაო ძალების 19 ხომალდი დააფიქსირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics