|
2025-03-31 16:02:46, 618 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი - შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიცირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე კომუნიკაცია შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. „მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, ასევე ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)