23:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 21:50:19, 936 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის რეგიონში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის რეგიონში ვიზიტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაასრულა, რომელზეც ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.


,,ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში და განაგრძობს მის გვერდში დგომას“, - განაცხადა მინისტრმა. 

ვიზიტის ფარგლებში, მეხუთე პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას შეხვდა. როგორც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ალარ კარისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ალარ კარისმა მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველ ხალხის ურყევი მხარდაჭერის გზავნილი გადასცა. 

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ლაური ჰუსარტან შეხვედრაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ხელძღვანელმა მტკიცედ დაადასტურა დემოკრატიული არჩევნებისთვის სწრაფვაში საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ესტონეთის მხარდაჭერა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლაური ჰუსარტს პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერისთვის!

პრეზიდენტისა და პარლემენტარების შეხვედრაზე, რომელსაც ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ყოფნა ევროკავშირის დღის წესრიგში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), ანალიტიკოსებთან შეხვედრისას, სადაც მეხუთე პრეზიდენტს ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკმა უმასპინძლა, განიხილეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მიმდინარე საპროტესტო აქციები, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი დაძლევის გზები. 

მეხუთე პრეზიდენტმა ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ევროპული გზისადმი მათი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლიეტუვისა და ლატვიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, ტალინში ინტერვიუ მისცა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics