|
2025-03-27 18:40:45, 626 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - პარლამენტი არის მიტაცებული, კომისია არის ცირკი
პარლამენტი არის მიტაცებული, კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანია, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს - თეა წულუკიანი, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა. “ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიტაცებული ქვეყნის სასამართლოში. “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მოსამართლეების და პროკურორების ხელში, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბარა ბიძინა ივანიშვილმა, მურუსიძის “კლანი”, რომელიც ჯიბეში უდევს შეთითხნილი ბრალდებებით, შესაბამისად, ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი. რაც შეეხება ჩემს აქ მოსვლას, ქვეყანაში გვაქვს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია ქვეყნის გარეთ არავის უღიარებია. შედეგად ჩვენ მივიღეთ დასანქცირებული “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები, ევროკავშირის რეზოლუციები, აშშ-თან დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა. ევროპარლამენტის მკაცრი განცხადება რომ არჩევნებს არ აღიარებენ და ყოველ სამ დღეში ერთხელ ვიღებთ დასანქცირებულ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. ასევე, რამდენიმე საათში დაიწყება “მეგობარი აქტის” განხილვა ამერიკაში, რომელიც პირდაპირ გმობს იმას, რაც საქართველოში ხდება. შესაბამისად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ამ არჩევნების შედეგად არ ვაღიარეთ პარლამენტი და დავტოვეთ მანდატები. როცა არ ვაღიარებთ პარლამენტს და შესაბამისად, ვტოვებთ პარლამენტს, არ ვაღიარებთ იმ “ფანჩატურს”, ანუ იმ ცირკს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. შექმნა ერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება, რომ ქართველ ხალხს დაახრევინოს თავი. ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანი, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს- თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, - განაცხადა ხაზარაძემ. ამასთან, ხაზარაძემ ისაუბრა ჯემალ ლეონიძესთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ მასთან ნაცნობობა არ აკავშირებს. “ამ ადამიანთან არაფერი - არც ხელშეკრულების, არც მოლაპარაკების სახით არასდროს მიწარმოებია. შესაბამისად, 14 წლის განმავლობაში არ მიმიღია, არც ლეონიძისგან, არც სხვისგან არც ერთი საჩივარი, რომ ხაზარაძემ ვინმე შეავიწროვა ან რაღაც წაართვა. იტყუება მოსამართლე, რომელმაც ჯემალ ლეონიძე გააწესა საპყრობილეში. ეს მოსამართლე დღეს არის უვადოდ განმწესებული “ქართული ოცნების” მიერ. პროკურორი, რომელმაც ჯემალ ლეონიძეს ბრალდება წარუდგინა და გაკოტრებულად გამოაცხადა, დღეს ამათი პროკურორია.ეს ბრძოლა არ არის იმაზე, მე დამიჭერენ თუ - არა. ეს ბრძოლა არის უსამართლობის, მიტაცებული ქვეყნის, რუსეთზე ჩაბარების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა”, - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ბრძოლა გაგრძელდება, "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მიკერძოებულმა ჯიბის მოსამართლეებმა, ჭორაობის დონეზე ადამიანების გაშავების ნებას არავინ არავის მისცემს”.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)