05:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 23:30:30, 739 ნახვა

სამართალი
ბახტურიძე: უნივერსიტეტის რექტრომა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების პროტესტს თავის დროზე ხელი შეუწყო

"უნივერსიტეტის რექტრომა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების პროტესტს თავის დროზე ხელი შეუწყო" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. ის პროცესების მიმდინარეობაში, პასუხისმგებლობას ვლადიმერ პაპავას აკისრებს.

ბახტურიძე აცხადებს, რომ სტუდენტებისგან ვერ მოისმინა დადასტურებული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მოხსნილიყო კანცლერობის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა. მისი თქმით, ვლადიმერ პაპამავ მიზანმიმართულად გააკეთა განცხადება, სადაც ოდეერების და გაფრინდავილის პერსონები ერთთანეთთან დააკავშირა.

"გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვლადიმერ პაპავამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს განცხადება, რომ ოდეერის და გიორგი გაფრინდაშვილის პერსონები ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ამით გამოეწვია პროტესტი," - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.

ბახტურიძე იქვე აცხადებს, რომ აქციებზე ის რამდენიმე ისეთ ადამიანს ხედავს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ.

"სამწუხაროდ მათ რიგებში, აქციებზე და ეხლაც ვხედავ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მაგალითად ბურჯანაძე-დემოკრატების წარმომადგენელი იყო მათთან," - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics