02:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 15:59:15, 539 ნახვა

მსოფლიო
კიშინიოვი ვერ დავტოვე, ანტიკორუფციულმა სამსახურმა დამიბარა – პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსი

რუსეთში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის პარტია შანსის ლიდერმა, პრორუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი ლუნგუმ კიშინიოვი ვერ დატოვა.

ლუნგუს თქმით, კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული ცენტრის თანამშრომლებმა განჩინება გადასცეს.

"აეროპორტში ორჯერ შემიმოწმეს საბუთები. შემდეგ მომიახლოვდა ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის თანამშრომელი, რომელსაც ფორმა არ ეცვა და განჩინება გადმომცა. მითხრა, რომ სამსახურისთვის განმარტებების მისაცემად მიბარებენ". – დაწერა ლუნგუმ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არც ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არ არის. 

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ განუკითხაობას, რომლითაც ქვეყნის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არის დაკავებული". – წერს ლუნგუ.

26 მარტს, მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში სამართალდამცავებმა დააკავეს.

გუცული მოლდოვის ანტიკორუფციულ ცენტრში გადაიყვანეს. ის 72 საათით არის დაკავებული. პოლიტიკოსის ადვოკატის თქმით, გაგაუზიის ლიდერი როგორც ეჭვმიტანილი დაკითხეს, ამ ეტაპზე ბრალდება არ არის წაყენებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics