|
2025-03-27 14:03:13, 664 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი
„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმამ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი. „როდესაც უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. „დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია. მათი მთავარი სურვილი იყო სასამართლოს ხელში ჩაგდება, რაც უკრაინაში მოახერხეს, რაც რუმინეთში მოახერხეს. მოგწონთ ის, რაც რუმინეთში მოხდა? საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩახსნა და არჩევნები გააუქმა. ამას საფუძვლად დაუდეს ის რომ, ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალურ მედიაში უფრო იაქტიურა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია. როდესაც მსგავსი სიმახინჯე გებრძვის, პირიქით ამაყი უნდა იყო. „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“. მათ შორის, ჯიმ რიშიც მათი წარმომადგენელია. „დიფ სთეითს“ დღეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული. ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი დაპირებაა, რომ „დიფ სთეითს“ დაამარცხებს. ჩვენ ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვაკვირდებით მოვლენებს. ტრამპს ორი პრიორიტეტი ჰქონდა. პირველი – უკრაინაში ომის დასრულება. ეს პროცესები მიმდინარეობს; მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება და ესეც მიმდინარე პროცესია. ჩვენ „დიფ სთეითის“ დამარცხებას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ. ურთიერთობები გადატვირთული და ნორმალიზებული გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)