01:21 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 10:57:48, 583 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მთავრობის მშვიდობის პოლიტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიას დავესწარი, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ ხელისუფლების როლზე რეგიონული პოლიტიკის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა.

„ამ მხრივ, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა მაღალი შედეგით იქნება წარმოდგენილები“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics