02:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 09:30:18, 653 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - თუ რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს, ყველა სანქცია მოიხსნება

საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ რუსეთმა აქცია შავი ზღვა სამხედრო მოქმედებების თეატრად, შეარყია კომერციული მარშრუტები და საფრთხეში ჩააგდო მათი უსაფრთხოება.

„სრულად ვუჭერ მხარს ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას : „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კონცეფცია არ ნიშნავს სანქციების მოხსნას მანამ, სანამ შევამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში არსებობს აგრესიის მსხვერპლი, რომელიც მზად არის მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობის გარეშე და, მეორე მხრივ კი, არსებობს აგრესორი, რომელიც იწყებს პირობების წამოყენებას, რათა არ მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა.

ამასთან, მაკრონმა განმარტა, რომ თუ რუსეთი გამოაცხადებს ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება.

„ანუ, ეს ყველაფერი - სანქციების მოხსნის საკითხი - დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - აღნიშნა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics