|
2025-03-21 18:26:34, 1114 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაცია ეწვია
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მონაწილე თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრები „თეგეტას“ ესტუმრნენ. ისინი ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნენ. დელეგატები „თეგეტას“ სათავო ოფისს ეწვივნენ და აქვე გაეცნენ Lamborghini-ს შოურუმის მშენებლობის მიმდინარეობას. დაათვალიერეს თეგეტას სათავო ოფისის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი BENTLEY-ს შოურუმი, ასევე Destination Porsche კონცეფციით შექმნილი „პორშე ცენტრი თბილისიც“. თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოთქვეს „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესსაქმიანობაზე და სერვისის, შოურუმისა და სასაწყობე სივრცეების თანამედროვე კონცეფციებს გაეცნენ.
ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა“ წლებია მნიშვნელოვან სტანდარტს ქმნის ავტოინდუსტრიაში და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესმოდელი ხშირ შემთხვევაში სტუმრებისთვის ძალიან ნოვატორული და გამორჩეულია. ასე მოხდა თურქეთის ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების სტუმრობის შემთხვევაშიც, მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს და დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასევე საქმიანობა. ვიზიტის ფარგლებში მათ ჩვენი მიმართულებები გავაცანით და ვისაუბრეთ იმ მულტიპროფილურ სივრცეებზე, რომლებსაც თეგეტა აერთიანებს“. თურქეთის დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ „თეგეტა მოტორსის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში. ამიერკავკასიის რეგიონში პირველად აღნიშნული ფილიალი სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს, ასევე ავტობუსებს ერთ სივრცეში მოემსახურება. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიიღებს. დელეგაციის წევრები ფილიალის ტერიტორიაზე უკვე ამოქმედებულ და მშენებლობის პროცესში მყოფ სივრცეებსაც გაეცნენ.
სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის დელეგაცია თბილისს ეწვია, 17-19 მარტს გაიმართა. მასში „თეგეტას“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. -- თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)