06:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 18:01:06, 347 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციას 47 მილიონად გეგმავს

თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობისთვის 47 000 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა

გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ანგარიშსწორება მოხდება 2025-2026-2027 წ.წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით (2025 წელი - 10 000 000 ლარი; 2026 წელი - 18 000 000 ლარი; 2027 წელი - დარჩენილი სახელშეკრულებო ღირებულება), ეტაპობრივად, მიღებაჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 

ხელშეკრულების პირობებით, სამუშაოების შესრულების ვადა 760 დღეა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვა 25 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics