06:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 16:56:53, 351 ნახვა

მსოფლიო
თალიბანმა ამერიკელი მძევალი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა

თალიბანმა ორწლიანი პატიმრობიდან მძევლად აყვანილი 65 წლის ამერიკელი ჯორჯ გლეზმანი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ქაბულში მძევლების საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამ ბოულერმა თალიბანის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა. 

გლეზმანის ადვოკატის დენის ფიცპატრიკის თქმით, იგი 2022 წლის დეკემბერში თალიბანმა ქაბულში ჩასვლიდან 2 დღეში დააკავა.

გლეზმანი ავიახაზების მექანიკოსობასთან ერთად გამოცდილი მოგზაურიც იყო, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში იყო ჩასული. ფიცპატრიკის თქმით, გლეზმანი ხშირად იყენებდა Delta-ს ავიახაზების პრივილეგიებს სამოგზაუროდ.

თალიბანის ტყვეობიდან გლეზმანის გათავისუფლებას X-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც გამოეხმაურა.

"ჯორჯ გლეზმანი თავისუფალია. ჯორჯი არასამართლიანად დააკავეს ავღანეთში ორ-ნახევარი წლით, მაგრამ ის ახლა თავის გზაზეა, რომ ისევ შეხვდეს თავის ცოლ ალექსანდრას. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება ჯორჯ!". - დაწერა რუბიომ. 

იანვრის თვეში ალექსანდრამ Channel 2-თან საუბრისას თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მას ინაუგურაციიდან ორ დღეში დაუკავშირდა. "ამან ხაზი გაუსვა მის [ტრამპის] ერთგულებას ჩემი ქმრის საკითხის მიმართ და ამისთვის ნამდვილად მადლობელი ვარ". - თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics