|
2025-03-21 11:11:26, 592 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერია. ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტის ჩათვლით აღინიშნება. წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს სახელწოდებით „ლარი 30 წლისაა“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ქართული ფულის განვითარების ისტორიაზე, ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე და დახატონ 30 ლარის ბანკნოტი. ნახატების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6-დან 18 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებს. კონკურსანტმა დახატოს 30 ლარის ნომინალის ბანკნოტი და 30 მარტის ჩათვლით, ავტორის სახელსა და ასაკთან ერთად ატვირთოს ფინედუს ფეისბუქ პოსტის კომენტარში. (6-დან 16 წლამდე მონაწილეებისთვის ნახატის ატვირთვა მშობლებს შეუძლიათ; 16-დან 18 წლამდე კი ნახატის ატვირთვა მშობელს ან თავად კონკურსანტს). კონკურსში გამოვლინდება 4 გამარჯვებული, მათ შორის 3 გამარჯვებულს ჟიური, 1 რჩეულს კი ფეისბუქის მომხმარებლები შეარჩევენ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)