|
2025-03-20 18:11:48, 853 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერი - NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის სამშვიდობო განზრახვებს გამოავლენს
იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელებისკენ ალიანსის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს გამოავლენს, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი მშვიდობას. "NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალია, მათ შორის, იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობს [რუსეთის მხრიდან] შესაძლო ბლეფის გამოვლენას. თუ რუსეთი არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია". - თქვა მელონიმ. ამასთან, იტალიის პრემიერის თქმით, უკრაინაზე NATO-ს მეხუთე მუხლის გავრცელება მოლაპარაკებების დროს უნდა იყოს განხილული. "მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით". - დაამატა მელონიმ. უკრაინაზე NATO-ს მეხუთე მუხლის გავრცელების შესახებ მელონიმ პირველად 6 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს კიევს მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები ალიანსში გაწევრიანების გარეშე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)