|
2016-03-11 19:33:20, 1095 ნახვა
საზოგადოება
კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ახალი ინვენტარი გადაეცემა
კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცემა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტექნიკა ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდება. სამედიცინო მოწყობილობებით კი რეგიონის ეკიპაჟები სრულად აღიჭურვება. დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები - 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, კახეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცემა. ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდება, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ბაზაზე, შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდება. ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)