08:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 18:43:13, 665 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ფონდების დაყადაღებაზე - ეს არის ომი სოლიდარობაზე

მე მინდა პირველ რიგში შევეხო დღევანდელ შექმნილ ვითარებას, იმ ახალ გადაწყვეტილებებს, რასაც ყოველდღიურად იღებს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მთლიანობაში უდრის, პრაქტიკულად გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ - ასე შეგვიძლია შევაფასოთ ყველაფერი, რაც ხდება და ეს ეხება პრაქტიკულად ყველა მიმართულებას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

,,ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება იყოს ფონდების დაყადაღება - ეს არის, პრაქტიკულად ომი სოლიდარობაზე.

ის, რაც დაიწყო და რაც საზოგადოების გამოხატულებას სოლიდარობის იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან დაპატიმრებული ან სამსახურიდან გაგდებული, ან სრულად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომლებიც ათჯერ აღემატება მათ ხელფასებს - ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან გამოაჩინოს ეს სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარგდენილი, როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მგონია, რომ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში.

ეს არის ის, რაც ეხება ფონდებს და ქმნის ძალიან მძიმე სოციალურ სიტუაციას ბევრი ოჯახისთვის და ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ სხვანაირად და მოვძებნოთ გზები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ადამიანებს '' - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics