|
2025-03-19 15:52:32, 627 ნახვა
სამართალი
ირაკლი პაპიაშვილი - გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა კრუნჩხვა, ვეღარ გადაადგილდება, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას
გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით, - ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვენ. “მეგობრებო, გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით. 5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მოვითხოვთ, გიორგი ჩიკვაიძის, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას”, - წერს ირაკლი პაპიაშვილი. ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)