|
2025-03-19 15:05:27, 430 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია გამოირჩევა იმით, რომ რასაც ჰპირდება ამომრჩევლებს, ვერასდროს ვერაფერს ასრულებს
ხაბეიშვილის ნებისმიერი დაპირება, რა თქმა უნდა, არის ნულის ტოლი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათი „ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან“. მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავის დაპირებებს ვერასდროს ასრულებს. „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმითაც, რომ რასაც ჰპირდება თავის ამომრჩევლებს, ვერასდროს ვერაფერს ასრულებს. ჩვენ გვახსოვს ბატონი ხაბეიშვილი როგორ ამბობდა, რომ როცა გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დაიხსნიდა მიხეილ სააკაშვილს ციხიდან, სადაც იხდის ის დამსახურებულად სასჯელს. მსგავსი ვერაფერი გააკეთა. მერე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარლამენტში რომ შევალ, იქ ხელისუფლებას ამოვატრიალებო და პარლამენტიდან ისე გამოვიდა, მის მიერ გაკრიტიკებული ერთი კანონი არავის უნახავს. მერე ისე მოხსნეს თანამდებობიდან, რომ მადლობაც არავინ გადაუხადა. შესაბამისად, ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება არის, რა თქმა უნდა, ნულის ტოლი. აი, ამ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. თან ახლა აქტიური ბრძოლიდან, თავდასხმიდან თავდაცვაში გადადიხარ თუ საერთოდ პოლიტიკიდან მიდიხარ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ, რომ შენ პოლიტიკაში უკვე არაფერი გესაქმება,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)