|
2025-03-18 16:05:04, 738 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 31 მარტისთვის გადაიდო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა. როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განმარტა, მტკიცებულებები მოცულობითია და მისთვის გასაცნობად როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს დრო სჭირდება. მისივე თქმით, მომდევნო სხდომას სწორედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით დაიწყებენ. სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)