|
2016-03-11 17:49:48, 823 ნახვა
საზოგადოება
გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით Facebook-ში დაიგეგმა. როგორც აქციია ორგანიზატორის „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. „ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელება ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პირადი ცხოვრებით ადამიანების შანტაჟის მცდელობასთან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. შესაბამისად, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერების გაკეთება. ჩვენ აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება, აღარ ვაპირებთ მოვითმინოთ სპეკულაციები და შანტაჟი! მოვითხოვთ, სასწრაფოდ დადგეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკიხი! მათ შორის პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სუსის! მოდი დღეს რვა საათზე,ს აქართველოს კანცელარიასთან! არა შანტაჟს! არა მანიპულაციას! არა სპეკულაციას!“, - ნათქვამია „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)