08:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 09:22:24, 655 ნახვა

მსოფლიო
ბენიამიმ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამხედროებს დაავალეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ქმედებები გაეტარებინათ.

„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დაავალეს. ეს მოჰყვა „ჰამასის“ არაერთ უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ ვიტკოფისა და შუამავლებისგან“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებს ურტყამს, რათა ომის მიზნებს მიაღწიოს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტებს უტევს, რათა მიაღწიოს ომის მიზნებს, როგორც ეს განსაზღვრულია პოლიტიკური ეშელონის მიერ, მათ შორის ჩვენი მძევლების, როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების, გათავისუფლებას. ისრაელი, ამიერიდან, „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერატიული გეგმა შაბათ-კვირას წარადგინა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics