08:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 09:08:37, 505 ნახვა

მსოფლიო
სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა

ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ისრაელმა სარაკეტო დარტყმები სირიის პროვინცია დარას მახლობლად განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო დარტყმების „სამიზნე სირიის ძველი რეჟიმის სამეთაურო ცენტრები და სამხედრო ობიექტები იყო, სადაც იარაღი ინახებოდა“.

„სამხრეთ სირიაში ამ იარაღის არსებობა ისრაელის სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics