09:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 16:22:17, 415 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა.

პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა ვერ ასრულებს იმ რეალურ მიზანს, რასაც ემსახურებოდა კანონმდებლის ნება. თუმცა, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში.

ამავე პროექტით ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. წარმოდგენილი ცვლილებით, იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ცესკოს წევრობის ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა. კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდება ცესკოს წევრის არჩევის წესზეც.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics