16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 17:13:40, 549 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელი ჭილაძისა და პეკინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგსა და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერიის ინფორმაციით, გამგებელი მოადგილეებთან ერთად,  დღეს ო. ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ამ მისამართზე გზის კაპიტალური კეთილმოწყობა მიმდინარეობს. შემსრულებელმა კომპანიამ უკვე დაასრულა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და ამჟამად გრუნტის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ასფალტი  4100 მ2 ფართობზე დაიგება, ტროტუარებზე ასასვლელი კი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა  და განუცხადა, რომ პროექტები ხელშეკრულებით დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით  მიმდინარეობს და შეფერხებები ამ ეტაპზე არ არის.

„ჩვენ გასულ წელს დავგეგმეთ, რომ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების რამდენიმე მკვეთი ქუჩა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო მოგვეწესრიგებინა და ამ პირობას ვასრულებთ კიდეც. ამჟამად, ექვს ასეთ ობიექტზე ვაწარმოებთ გზის კეთილმოწყობას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას, სხვა შემთხვევაში, გზის საფარი დაზიანებისაგან დაცული ვერ იქნება. ამ ობიექტზეც დაგვხვდა ასფალტგადაგებული ხუთი ჭა, რომლის მოწესრიგებაზეც შემსრულებელმა კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა“, - განუცხადა ადგილობრივებს ბექა მიქაუტაძემ.

გამგებელი კიდევ ერთი მიმდინარე პროექტს გაეცნო. პეკინის N17ა-ში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. შეხვედრას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რადგან სანიაღვრე სისტემის მოწყობის პარალელურად, აქ უბანში მთლიანად იცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა. პროექტის დასრულების შემდეგ, ამ ქუჩაზე არსებულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მტკივნეული პრობლემა მოგვარდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics