|
2025-03-16 13:31:51, 672 ნახვა
სამართალი
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ. დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)