16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 15:15:26, 648 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტები პრემიერს სთხოვენ, უნივერსიტეტებში „ოდეერების“ გაუქმებას შეუწყოს ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

თუმცა, სტუდენტები ასევე ითხოვენ გიორგი კვირიკაშვილისგან, რომ მან ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებში „ოდეერების“ ინსტიტუტის გაუქმებას და უშიშროების წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესვე  დატოვონ.

„საქართველოს მთავრობაში მადლობა მათ ამ განცხადებისთვის, მაგრამ ნურავის ექნება იმედი, რომ ამ „კაგებეშნიკურ“ პრაქტიკას ჩვენ აღარ დავუპირისპირდებით. ეს მოთხოვნა კვლავ ძალაშია. პრემიერს მადლობა, თუმცა მან ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტებში „ოდეერის“ ინტიტუტის გაუქმებას დღესვე უშიშროების წარმომადგენლებმა უნდა დატოვონ უნივერსიტეტი და დაიწყოს გამოძიება“, - აცხადებენ სტუდენტები.

ცნობისთვის, პრემიერი უნივერსისტეტსა და თსუ-ს რექტორს ვლადიმერ პაპავას მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ არჩევნების გამჭვირვალობა. კვირიკაშვილი კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილსაც მიმართავს და სთხოვს რომ მან კანდიდატურა მოხსნას, რათა არ მოხდეს დაპირისპირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics