09:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 17:24:51, 504 ნახვა

მსოფლიო
G7 რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი სანქციებით ემუქრება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის“ წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კანადაში გამართული შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული განცხადების საბოლოო პროექტში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის გახდა ცნობილი.

„დიდი შვიდეულის“ ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატებმა დაამტკიცეს, მინისტრების მხრიდან მწვანე შუქი სჭირდება.

„მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული უნდა იყოს და რომ საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, - განაცხადეს წყაროებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics