11:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 16:48:47, 495 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე - ეს არის აგენტის ბედი, როგორც მონას შეეფერება, მონურად უნდა აღასრულოს დავალება

ალბათ, „ტოპ ტვინები“ გადაიწვა, სხვა შემთხვევაში უფრო მალე იქნებოდა გეგმა გაჟღერებული საზოგადოებისთვის, რომელზეც უკვე თვეების განმავლობაში საუბრობენ „ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დავალებას მიიღებენ „თავიანთი პატრონებისგან“.

„მოლოდინი გვაქვს ერთი, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ „ნაცკლასტერში“ შემავალი აგენტურის წარმომადგენლები შეასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებას, ყოველ შემთხვევაში შეეცდებიან მაინც, როგორც ამას აკეთებდნენ წარსულში და ახლაც იმავეს აკეთებენ. ჯერჯერობით არ აქვთ განსაზღვრული მესიჯი, დავალება, თუ რა უნდა ქნან თვითმმართველობის არჩევნებში, მიიღონ თუ არა მონაწილეობა და სწორედ ამიტომაც არის, რომ ორივე მესიჯს აჟღერებენ. ნაწილი ამბობს, არ უნდა მივიღოთო, ნაწილი ამბობს, რომ აუცილებელია მონაწილეობის მიღება. საბოლოო ჯამში, როგორიც იქნება დავალება, ისე მოიმოქმედებენ. ეს არის ზუსტად აგენტის ბედი, როდესაც საკუთარ თავს არ ეკუთვნის და მისი ნათქვამი ან ქმედება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ პატრონის დავალებაზე და როგორც მონას შეეფერება, მონურად უნდა აღასრულოს დავალება,“ - განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics