|
2025-03-14 15:27:13, 1127 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ვასო ფხაკაძეს ყოფილმა პოლიციელმა დაურეკა, აგინა და დაემუქრა
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსახიობ და იუმორისტ ვასო ფხაკაძეს პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. როგორც მიგინეიშვილი წერს, პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ. "გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე. ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს. ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში დაადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს. შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა ეს პირი იდენტიფიცირებულია. ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას" - წერს მიგინეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)