16:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 13:22:47, 525 ნახვა

საზოგადოება
მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული, ENPARD-ის  პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების: Mercy Corps-ის, In Need-ის, CARE  International OXFAM GB-ის  ინიციატივით, გაიმართა მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს მზად იქნება ლაბორატორია იმისთვის, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქცია გავიდეს.

 „შეიძლება ითქვას, რომ მეფუტკრეობა მთელ ქვეყანაში უკვე განვითარებული დარგია, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებით უწყობს ხელს. წელს მზად იქნება ლაბორატორია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირიში ჩვენი პრდუქცია გავიტანოთ, მაგრამ როგორც ჩვენ თავიდან განვსაზღვრეთ, ზაფხულის თვეებში ეს შეიძლება ვერ მოესწროს, მაგრამ საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ლაბორატორიები, რომელიც საქართველოშია და ასევე თურქეთში, ხელს შეუწყობენ თაფლის გასვლას ევროპაში და ჩვენც ჩვენი ტექნიკური საშუალებებით ამას ძალიან მალე დავეწევით“, - განაცხადა გალეგაშვილმა.

აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივების და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს ექნებატ შესაძლებლობა, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები. ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობას  გაღრმავებას მეფუტკრეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ცნობისთვის, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს  ევროკომისიიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სასაოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების, აგრეთვე კოოპერატივების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics