12:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 15:18:34, 566 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, გაიხსენეთ მისი გამოსვლები, აქცენტები

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ცხადად იყო ჩართული“ ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არავის მიუცია დიპლომატებისთვის უფლება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ“.

„თუკი ვინმეს არ სჯერა ჩვენი, შეუძლია ისევ იმ ევროპელებს დაუჯეროს. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, გერმანიაში, არჩევნების წინ, როდესაც ილონ მასკი აკეთებდა განცხადებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ კანცლერის დონეზეც ყველა გამოეხმაურა. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში და შიდა პოლიტიკაში ჩარევა ილონ მასკის მხრიდან, რომელიც საჯარო პირია და ბევრ საკითხზე ისედაც საუბრობდა ხოლმე მანამდეც. ზუსტად იგივე გერმანული პოლიტიკური ჯგუფები ხომ უფრო უარესი მეთოდებით ერეოდნენ საქართველოს საარჩევნო ბატალიებში და საქართველოს შიდა პოლიტიკაში? ასეთი ბევრი ვნახეთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. გერმანიას თუ ავიღებთ, მაგალითად, მიხაილ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დიპლომატებს, პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე, პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ვენის კონვენცია გულისხმობს იმას, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა.

მან ელჩებს მოუწოდა, საკუთარ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics