|
2025-03-13 09:08:57, 512 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს
ოპოზიციას ალბათ მაინც გაუჭირდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამდენხანს ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი არიან არალეგიტიმურები და ა.შ. და ახლა უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც დანიშნავენ პრეზიდენტი ყაველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება" 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. „ერთხელ უკვე აქვთ მსგავსი რამ გაკეთებული, როდესაც, მათ შორის, ხელმოწერებით აცხადებდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ბოლოს შევიდნენ, 4 წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებ. აქაც ამბობენ, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ესეც აქვთ გაცხადებული, აქაც რასაც ეტყვით პატრონი, იმას გააკეთებენ. მაგრამ შეიძლება, მათთვისაც არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, ამდენხანს რომ ამტკიცებ, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტიც და პრემიერიც, ამ ორი ადამიანის მიერ დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ შეიძლება, მათაც კი გაუჭირდეთ, უკიდურესი უპრინციპობის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის არჩევნების მოგება, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და აქედანვე შემიძლია გითხრათ სრული სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით, რომ ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, დიდი უპირატესობით,"- განაცხადა კობახიძემ.
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)