13:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 21:38:40, 791 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - აშშ-ის წარმომადგენლები ახლა რუსეთში მიემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება განიხილონ.

როგორც BBC-ი წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები „მიდიან რუსეთში ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ .

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიიღო „პოზიტიური გზავნილები“ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციალის შესახებ, თუმცა, მისი თქმით, „პოზიტიური მესიჯი არაფერს ნიშნავს”.

"[ეს] ძალიან სერიოზული სიტუაციაა”, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდება.

„თუ ასე მოვიქცევით, ვფიქრობ, ეს იქნება ამ საშინელი სისხლისღვრის [დასრულებამდე] გზის 80%”, - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics