|
2025-03-12 18:33:49, 833 ნახვა
სამართალი
აქციაზე დაკავებული 8 პირის შემდეგი სასამართლო სხდომა 24 მარტს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმე არსებით განსახილველად გადაეცა სასამართლოს, შემდეგი სხდომა 24 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორივე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვის შემთხვევაში მტკიცებულებები სასამართლოს გადაეცემა. დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, იმ მიზეზით, რომ დავითაშვილმა დაუშვებლად არ ცნო პროკურატურის მტკიცებულება, ფოტო და ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, მან სოციალური ქსელიდან, საჯაროდ მოიპოვა. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 6 მარტს დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადა, ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)