2025-03-10 18:28:55, 709 ნახვა
მსოფლიო
ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა, რუსეთის შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ მძიმეა. ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა ფრონტის ხაზზე. ფინეთი უკრაინას 16 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს" - წერია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ფინეთი უკრაინას რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან ეხმარება და ამას მომავალშიც გააგრძელებს. უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია და ჩვენი დახმარება მნიშვნელოვანია“ - თქვა ფინეთის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა, ვილე ტავიომ.
სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას გაეროსა და წითელი ჯვრის მეშვეობით მიაწოდებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,