16:17 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 17:06:57, 436 ნახვა

მსოფლიო
ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. საარჩევნო უბნები გაიხსნება ადგილობრივი დროით 11:00 საათზე  და 22:00 საათზე დაიხურება. როგორც „როიტერი“ წერს, ეგზიტპოლები არ იქნება და შედეგები ცნობილი 12 მარტს გახდება.

გრენლანდიის 57,000 მოქალაქიდან, დაახლოებით 40,500-ს აქვს ხმის მიცემის უფლება. 2021 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 27 000-მა ადამიანმა მიიღო.

გრენლანდიის პარლამენტში სულ 31 ადგილია, უმრავლესობის მოპოვებისთვის კი 16 ადგილია საჭირო.

გრენლანდიის მმართველი, მემარცხენე სოციალისტური პარტია Inuit Ataqatigiit (IA) პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელ გრენლანდიას, თუმცა ჯერჯერობით არ შეუმუშავებია ამის მიღწევის გეგმა. პარტიას ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში 11 ადგილი აქვს.

სოციალ-დემოკრატიული პარტია „Siumut“, ერიკ იენსენის ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს გრენლანდიის დანიიდან თანდათანობით გამოყოფას და მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. „Siumut“-ს ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში ათი ადგილი აქვს.

მემარცხენეების პარტია „Naleraq“, პელე ბროებერგის ხელმძღვანელობით, უდიდესი ოპოზიციური პარტიაა და მტკიცედ უჭერს მხარს გრენლანდიის სრულ დამოუკიდებლობას. „Naleraq“-ს ამჟამად პარლამენტში ხუთი ადგილი აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics