15:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 13:27:09, 479 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - არჩევნებში მონაწილეობაზე ვინც უარს ამბობს, ორი მიზანი აქვს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია

რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდამ მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილი ჩართო განხილვებში – ოპოზიცია არჩევნებში უნდა ჩაერთოს, თუ უარი უნდა თქვას იმის გამო, თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ან საგარეო კურსი შეიცვალა. შინაარსში მეტი ჩასვლაა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არჩევნებში მონაწილეობაზე ვინც უარს ამბობს, ორი მიზანი აქვს – ქვეყანაში დესტაბილიზაცია და პოლიტიკური ვითარების მუდმივად დაძაბვა, რათა შემდეგ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის სფეროს სერიოზული ზარალი მიაყენონ.

„დესტაბილიზაცია ეკონომიკური პროცესების უკუსვლას გამოიწვევს. მათი გეგმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. რასაკვირველია, არც არჩევნების გაყალბება მომხდარა და არც საგარეო კურსი შეცვლილა. არჩევნების გაყალბება მოხდა თუ არა? არის თუ არა აქციაზე გაჟღერებული ლოზუნგები შესაბამისობაში რეალობასთან, როცა საგარეო კურსის შეცვლაზე ვსაუბრობთ და რაში გამოიხატება საგარეო კურსის შეცვლა? – პრორუსული ინტერესების გატარება რაში გამოიხატება, ეს დაგისაბუთეთ, როცა ქვეყანას 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ მართავდა. მათი საკითხების ჩამონათვალს მოგცემთ და ნახავთ, რომ ჩვენ მიმართ პრეტენზია ვერ გექნებათ. ამ საკითხებიდან საუბარმა გადაინაცვლა იმაში, ხაბეიშვილი და ბოკუჩავა ერთმანეთში რას დავობენ, რაც სწორი არ არის. საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, რამდენად სამართლიანია პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ – უსამართლოა და საქართველოს დამარცხების მიზანს ემსახურება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics