|
2025-03-10 13:14:11, 422 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო, გავუწოდე ხელი, ჩავედი მოსკოვში, გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა
ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არაფერი გამოვიდა. „ჩემი საბოლოო, დიდი ოცნება არის ქართული სახელმწიფოს მძლავრი ცენტრის წარმოშობა სოხუმში. აფხაზეთთან ერთად, საქართველო, პრაქტიკულად, ორმაგი და სამმაგი ძალის არის. ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზეთი დაავიწყონ ჩვენს ხალხს, მაგრამ მე ეს ერთი წამით არ მავიწყდება. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წინაპრების საფლავები და ჩვენი ბავშვების მომავალი გვეძახის ისევ აფხაზეთისკენ. ეს მოხდება ისეთ პირობებში, როცა ქართველი ხალხი იქნება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე. ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. მე ხომ ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა. პირველივე გამოსვლაზე ინაუგურაციაზე გავუწოდე ხელი, პირველი ვიზიტით ჩავედი მოსკოვში. ომის წინ რა არ შევთავაზეთ, ოღონდ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზე. 2008 წლის შემდეგ გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, ვმასპინძლობდით რუს ჟურნალისტებს, რისთვისაც ახლა მასამართლებენ, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ჩვენი სიმართლე უნდა გაეტანათ და აგრესია შეემცირებინათ, პრაქტიკულად, ჩვენი დაცვის ერთ-ერთი ზღუდე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. მათ ძალიან არ უნდათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა, ნებისმიერი ფორმით. მათ არ მოსწონდათ გამსახურდია და ჰიბრიდული ოპერაციის შედეგად, სამხედრო გზით დაამხვეს. ჯერ მოახდინეს მისი სრული, მასობრივი პროპაგანდისტული დაბომბვა და შემდეგ უკვე პირდაპირი გზით დაბომბვა. მათ არ მოსწონდათ არც შევარდნაძე და, რა თქმა უნდა, არ მოვწონდი მე. მეტიც, მათ არც ივანიშვილი მოსწონთ ბოლომდე, რადგან მათ არ მოსწონთ თვითონ იდეა, რომ ვიღაც კიდევ არის მათი ჩამნაცვლებელი. მიაჩნიათ, რომ მთლიანად ყველაფერი მათი უნდა იყოს. შუამავლები მათ არ სჭირდებათ საქართველოს განადგურებასა და კონტროლში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)