23:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 19:30:29, 380 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკური დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან ევროპაში იქნება ის, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბოლომდე დაასრულებს

"პოლიტიკური დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან ევროპაში იქნება ის,  რაც რეალურად ამ პროცესს ბოლომდე დაასრულებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე,  საკანონმდებლო ინიციატივას გულისხმობს.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა,  რომ ეს პროცესი ძალიან ახლოს არის და ნაცნობია მთელი ქართული საზოგადოებისათვის, იმიტომ,  რომ როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ისევე საზოგადოება,  მთლიანად ძალიან ბევრს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის,  რომ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. პირველი ეტაპი ამ სამუშაოსი, რომელიც ეხება ვიზალიბერალიზაციას   წამატებით იქნა გადალახული. ბუნებრივია ახლა პროცესი ბოლომდე არ არის ჯერ მიყვანილი. პოლიტიკური პროცესი ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ უნდა ყველამ გავიაზროთ, რომ როგორც აქტიურად ვიმუშავეთ პირველ ფაზაზე,  ასევე ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ ამ პოლიტიკურ პროცესშიც, იმიტომ, რომ პოლიტიკური დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან ევროპაში იქნება ის,  რაც რეალურად ამ პროცესს ბოლომდე დაასრულებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics