16:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 22:02:38, 767 ნახვა

პოლიტიკა
ქალებმა რუსთაველზე მარში გამართეს, პარლამენტის წინ კი გისოსები დაწვეს

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ქალები საქართველოში საპროტესტო მარშებით ხვდებიან. საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება ქალების მსვლელობა.

რამდენიმე წუთში ქალების მარშის მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად "გისოსები" მიიტანეს, რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან.

მარშის მონაწილეებმა პარლამენტის წინ  სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს.

 „მადლობა გმირი შვილების დედებს”, “ყველგან მილიცია, არსად სამართალი”, “ „გეშინოდეთ ხალხის ძალის” - სკანდირებენ ქალები. 

ამ წუთებში დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია - პროტესტის 101-ე დღესაც  მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics