15:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 16:15:22, 688 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - რასაც „დიფ სთეითი“ უკარნახებს, იმას აჟღერებენ

„ქართული ოცნების“ წევრი, უმრავლესობის დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადებაა.

სოსიაშვილის თქმით, „საზოგადოება კარგად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. შესაბამისად, თოჯინების თეატრის რაღაც წარმოდგენებს ყურადღებას არ აქცევენ“.

„თოჯინების თეატრის მორიგი წარმოდგენა გახლავთ ეს ამბავი. აქ არაფერ შუაში არ არის შვედეთი და შვედეთის საგარეო უწყების რაღაც განცხადება. აქ არის „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადება. „დიფ სთეითი“ რასაც უკარნახებს იმას აჟღერებენ, რომ როგორღაც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, მოხდეს არეულობა, ქვეყანა გაეხვეს ამ უბედურებაში და როგორღაც ცეცხლის ხაზი ჩვენკენ გადმოვიდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის პოზიცია არის ურყევი, მტკიცე. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი ზეწოლის, ბულინგის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი ხალხისთვის შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და საზოგადოება განვითარებულიყო მშვიდ გარემოში და ეს ასეც იქნება. ასე რომ, თოჯინების თეატრის რაღაც ეპიზოდებს და წარმოდგენებს ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics