|
2025-03-07 19:36:21, 586 ნახვა
მსოფლიო
რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ
რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill-ი სენატორებთან საუბრის შემდეგ ავრცელებს. სენატორების თქმით, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ზედმეტად დიდი პერიოდით შეწყვეტას გამანადგურებელი ეფექტი ექნება უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებზე, რაც ძირს გამოუთხრის მის ბერკეტებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს და აღნიშნეს, რომ მათ არ ესმით რა უნდა მოიგოს აშშ-მა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით. „ეს შემაშფოთებელია უკრაინელი ხალხისთვის. უფრო იმაზე ვნერვიულობ, ბრძოლის ველზე ხალხი რას გრძნობს ამასთან დაკავშირებით… მგონია, რომ ეს ცუდად გამოიყურება. ვიცი, რომ ეს რთულია უკრაინელი ხალხისთვის. ორი კვირის წინ ვიყავი იქ… იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს მოკლევადიანი იქნება. მგონია, რომ ასე იქნება“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა. მან აღნიშნა, რომ მას პრობლემა არ აქვს სამხედრო დახმარების მიწოდებაში პაუზასთან მანამ, სანამ ეს მოკლევადიანი „მოლაპარაკებების ტაქტიკაა“. სამხედრო დახმარების შეჩერებას ასევე არ ეთანხმება რესპუბლიკელი სენატორი სუზან კოლინსი. „არ მგონია, რომ ჩვენს ძალისხმევებს უნდა ვაჩერებდეთ. უკრაინელები არიან ისინი, ვინც სისხლს ღვრიან“, - განაცხადა კოლინსმა და აღნიშნა, რომ ახლა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროა უკრაინისთვის“. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ თუნმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითი იქნება. „ეს პაუზაა, რაც მნიშვნელოვანია, შეწყვეტა არა. ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებების ნაწილია. და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ხალხს მაგიდასთან დავსვამთ და შევძლებთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობიან დასასრულს მოუტანს ამ სამწლიან კონფლიქტს, და იმედია ისეთი [შეთანხმება] იქნება, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტს“, - განაცხადა თუნმა. რესპუბლიკელმა სენატორებმა ლინდსი გრემმა, ჯონ კორნინმა და მაიკ რაუნდსმა ასევე შეშფოთება გამოხატეს შეჩერებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად განახლდება.
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)