2025-03-07 14:03:14, 359 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები 7 მარტს ბრიტანეთის, კანადის, ისლანდიის, ნორვეგიისა და თურქეთის ხელმძღვანელებთან გამართავენ მოლაპარაკებას
ევროკავშირის ლიდერები 7 მარტს ბრიტანეთის, კანადის, ისლანდიის, ნორვეგიისა და თურქეთის ხელმძღვანელებთან გამართავენ მოლაპარაკებას.
მოლაპარაკება ვიდეოკავშირის საშუალებით გაიმართება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, 6 მარტს გამართული ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრის შედეგებს გააცნობენ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრებისთვის, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,