15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 17:52:27, 601 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებს 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები გააცნო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის  წევრ და პარტნიორ კომპანიებს დედაქალაქის მერიის საქმიანობის 2015 წლის ანგარიში  წარუდგინა და 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო სექტორისთვის.

„საკმაოდ დატვირთული სამუშაო შეხვედრა იყო.  ვისაუბრეთ პროგრამებზე, რომელიც ბიზნესისათვის საინტერესო და აქტუალურია. განსაკუთრებით, აქცენტს ვაკეთებთ საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობაზე, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შეუძლია ერთობლივად განახორციელოს სამშენებლო  და ინფრასტრუქტურული პროექტები. გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, მაგალითად, მრავალსართულიანი პარკინგის პროექტი, ავტობუსის 800 ახალი გაჩერებისა და სხვა ბევრი პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობა აუცილებელია. შეხვედრაზე მოვისმინეთ  ბიზნესმენთა მოსაზრებები გარკვეული მიმართულების დახვეწასთან დაკავშირებით. ამასთან,  გავაცანით ჩვენი  რეფორმები და ის მიდგომები, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ქალაქში მშენებლობების,  ინფრასტრუქტურული  და  სხვა  მიმართულების პროექტების განხორციელებისას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის  პროექტის - „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ - ფარგლებში გაიმართა.  

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, პროექტის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში, გეგმავს ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების მორიგ შეხვედრას ქ. თბილისის მერთან, ბატონ დავით ნარმანიასთან.

შეხვედრაზე მერიის მხრიდან გაკეთდება პრეზენტაცია 2015 წლის შედეგებისა და 2016 წელს დაგეგმილი აქტოვიბების შესახებ. შეხვედრის ფორმატიდან გამოდინარე, კომპანიებს საშუალება ექნებათ პირდაპირი დიალოგის/დისკუსიის რეჟიმში დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემების შესახებ“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics