ოლაფ შოლცმა ევროპულ სამხედრო ინდუსტრიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ბრიუსელში უკრაინის საკითხზე გამართული სპეციალური სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპულ სამხედრო ინდუსტრიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ამასთან, როგორც შოლცმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის შენარჩუნება და უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელება.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ დახმარების მიწოდებას, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად. გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ შეერთებული შტატები დარჩეს უკრაინის პარტნიორად, ჩვენთან და სხვა საერთაშორისო მეგობრებთან ერთად და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა შოლცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.