19:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 16:05:22, 497 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით, რის გამოც ევროპის ლიდერებს წარვუდგენ შეიარაღების გეგმას

ამ საგანგებო დროს ჩვენ განსაკუთრებული ზომები გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. ეს არის წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის და უკრაინისთვის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილისთვის, – ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა.

„ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი, მხარი დავუჭიროთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარვუდგენ შეიარაღების გეგმას. ეს გეგმა უზრუნველყოფს 800 მილიარდი ევროს ინვესტიციას თავდაცვის სფეროში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს ფისკალურ სივრცეს, რომ განახორციელონ ინვესტიცია თავდაცვაში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიცია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ან შეისყიდონ სამხედრო შესაძლებლობები, რომელიც წავა უკრაინაში. ასე რომ, ეს არის ევროპის გადაიარაღების სარგებელი, ეს არის ევროკავშირის შეიარაღება და ასევე უკრაინის შეიარაღება მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის არსებით ბრძოლაში. დღეს მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics