|
2025-03-04 16:03:08, 792 ნახვა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუს გეოლოგებს იშვიათი წიაღისეულის მოძებნისკენ მოუწოდა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუს გეოლოგებს იშვიათი წიაღისეულის მოძებნისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა 4 მარტს, მთავრობის ერთ-ერთ ბლოკთან შეხვედრაზე გააკეთა. ლუკაშენკოს თქმით, გეოლოგიური დაზვერვა "ძალიან აქტუალური თემაა", რომლითაც ამჟამად მთელი მსოფლიოა დაკავებული: "ამბობენ, რომ ჩვენ ბლომად იშვიათი მეტალები გვაქვს. დანარჩენიც უნდა მოვიძიოთ: ქიმია, ნავთობი, გაზი და ა.შ. მე შესაბამისი დავალება მივეცი შესაბამის მინისტრს". – თქვა ლუკაშენკომ. პრეზიდენტმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ გეოლოგიური დაზვერვა ქვეყანაში არ არის განვითარებული სათანადო დონეზე, რის გამოც იშვიათი წიაღისეულის თემა სპეციალისტების ყურადღების მიღმა რჩება: "იშვიათ წიაღისეულზე მხოლოდ ტრამპი საუბრობს. თქვენ ამ თემაზე ჯერ არ გიფიქრიათ. მიწაში ისინი ბევრია. იქნებ ჩვენ იმაზე არანაკლები გვაქვს, ვიდრე სხვებს"? შეხვედრის ბოლოს ლუკაშენკომ ერთ-ერთ ვიცეპრემიერს "თხრისკენ და ძებნისკენ" მოუწოდა: "ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თქვენთან ერთად დიდი შრომა მოუწევს. ეს არის მომავალი. უნდა ვთხაროთ, უნდა ვეძებოთ, რა გვაქვს ჩვენს მიწაში".
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)