|
2025-03-04 15:10:25, 501 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამ ყველაფერს ერთ კონკრეტულ კანონს აბრალებდნენ
ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამ ყველაფერს ერთ კონკრეტულ კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. როგორც გორდულაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკელ ხალხთან ერთად, ქართველ ხალხსაც აქვს უფლება, „საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს“. „როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, რომ გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი, თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება. ახლა რომ ვიყურებით სხდომათა დარბაზში, არ არიან ის აჟიტირებული, დავალებამიცემული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ე.წ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, იმ კანონისას, რომელსაც ქართული გამჭვირვალობის კანონი ჰქვია, რომელსაც ასე ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანები, ისევ და ისევ დავალებამიღებული ადამიანები, რიგ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც მოატყუეს კიდეც და ამბობდნენ, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ „ქართული ოცნების“ ე.წ ნარატივში; არ უნდა შევიდეთ დეტალებში, რადგან ჩვენ ამ ყველაფერში წავაგებთ და მთავარია, ვიძახოთ, რომ კანონი რუსულია. საუბარია მოქმედ კანონზე, რომელიც გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს არის ამერიკული კანონი, როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე იმ პირთა წრიდან გამომდინარე, ვისზეც ვრცელდება ქართული გამჭვირვალობის კანონი. ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამ ყველაფერს აბრალებდნენ ერთ კონკრეტულ კანონს, რომლის მიზანიც გამჭვირვალობაა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)