|
2016-03-10 14:20:12, 1438 ნახვა
კომენტარი
სანიკიძე მასწავლებლების გამოცდების შედეგებზე: სახარბიელო ნამდვილად არ არის
„რა თქმა უნდა შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესის მოლოდინი ნამდვილად არ იყო“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, სკოლის მასწავლებლების 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. სანიკიძის განმარტებით, მსგავსი პრობლემა წინა წლებშიც იყო, რის გამოც სახელმწიფომ ახალი სისტემა შექმნა, რომლის ფარგლებშიც ყველა მასწავლებელს გადამზადების საშუალება ექნება. „ეს სისტემა ამოქმედდა 2015 წლის სექტემბრიდან. პირველად სისტემის ფარგლებში 2016 წლის ზამთარში ტესტირება ჩატარდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ, გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, რომ ჩააბარონ საგნობრივი ტესტი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ შედეგები, და არის საკმაოდ დიდი რაოდენობა მასწავლებლებისა, რომლებსაც დააკლდათ ნახევარი, 1 ქულა, 2 ქულა, რომლებიც არიან პოტენციურად იგივე შემდეგ საგამოცდო სეზონზე გამოცდის ჩამბარებლები, ამიტომ, მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გამოსავალი სახელმწიფომ მოძებნა, სისტემა შეცვალა, გაუკეთა ორგანიზება და კოორდინირება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, თუ დონორის მიერ ამ კუთხით განსახორციელებელ აქტივობებს. ჩვენ ვიცით, რომ მილენიუმის კომპაქტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი 16 მილიონი დოლარის ოდენობით მიმართულია მასწავლებლის მომზადებაზე, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულებებით, ასევე დაგეგმილია ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ხოლო როდესაც რაღაც ცვლილება ხდება, შედეგები მეორე დღეს არ გვიდგება. აქედან გამომდინარე, მივყვებით იმ გეგმას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვუზრუნველყოფთ შესაბამის მხარდაჭერას მასწავლებლების, რომ მათ 3 წლის განმავლობაში უპასუხონ იმ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომლებიც მათ სახელწმიფომ დაუსახა“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)