23:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 14:05:25, 376 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: პრობლემა ჩვენშია - პოლიტიკოსებში

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემა პოლიტიკოსებშია.

ის ფიქრობს, რომ ეს პრობლემა ძალიან ნათლად გამოჩნდა არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ ყველა სფეროში.

როგორც უსუფაშვილმა კონფერენციაზე „სასკოლო განათლება-საქართველოს  მომავალზე“ ისაუბრა, აღიარებული უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ქვეყანამ განათლების საკითხებში  ბევრ  რამეს ვერ მოაბა თავი.

„ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანი განათლებული გვყავდეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ სფეროში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ძალიან დიდია ზღვარი კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა, ეს დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ინდივიდუალურად გზის გაკვალვას ყოველთვის ახერხებენ, ჩვენ კი, ერზე და მთელ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ,  ამ პრობლემის სიღრმეში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ის ისმის, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები იმის ბრალია, რომ ჩვენ სათანადო პოტენციალი არ გვაქვს პედაგოგების, ან დაფინანსებაა ნაკლები. პრობლემის სათავის მოძიება სხვადასხვა მხარესაა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics